|
2017-03-02 12:24:46, 2339 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესზე საბოლოოდ კომისია შეჯერდება, თუმცა სპეკულაციების თავიდანა საცილებლად, 2018 წელს პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით აირჩევა. „ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს მთავარი და უფრო მეტიც, ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის და რეფორმების გატარების იყო ის, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.სასურველია, ასეთი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ. შეჯერაბას რაც შეეხება, ის საკონსტიტუციო კომისიაზეა დამოკიდებული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)