11:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 14:36:31, 1339 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ალბანეთს შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მაღალი დონის რეგულარული შეხვედრების ტრადიცია.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მრავალფეროვან სფეროებს.

მათ შორის აღნიშნეს ხალხთაშორისი, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული დიდი პოტენციალი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ქართველ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება  მიულოცა და აღნიშნა, რომ ალბანეთი ასევე განიხილავს საქართველოსთან  ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლის შემოღებას, (საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოს მიმოსვლით ამჟამად მხოლოდ ზაფხულის სეზონზე სარგებლობენ).

მინისტრებმა გამოთქვეს დაინტერესება იმუშაონ ხალხთაშორისო და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, ამ მხრივ აღინიშნა ალბანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს ნატოს ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალბანეთის აქტიური მონაწილეობისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას. ა

ალბანეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics