|
2017-02-28 16:56:35, 2466 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზის ადვოკატი: მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?!
მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს?!, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს, მამა გიორგის დაკითხვის ჩაშლის შემდეგ განუცხადა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურა ოქმს აკეთებს, რომ "თურმე მამა გიორგი დაკითხვაზე უარს იძახის". ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. „მამა გიორგი იყო ჩემთან ერთად როდესაც ჩემი კოლეგები შემოვიდნენ და ჩვენ უკვე მზად ვიყავით, რომ დაწყებულიყო დაკითხვა. შევამჩნიე, რომ ნამდვილად ცუდად იყო, ადამიანს კანკალი დააწყებინა და ექიმმა, რომელმაც მითხრა, რომ სჯობს დაისვენოს და არა შეისვენოს, ჯერ დაკითხვაც არ იყო დაწყებული, პროკურორმა დასვენება გადადო შესვენებად. როგორ უნდა შეისვენოს ადამიანმა, როდესაც დაკითხვა არ არის დაწყებული. როდესაც ექიმს ვკითხეთ, 35.4 ნორმალური ტემპერატურაა ადამიანისთვის? აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალურად ყველას შეიძლება ჰქონდეს; ვეკითხებით, წნევა პირღებინება რის გამო აქვს? ამბობს, რომ ეს შეიძლება სტრესი იყოს. ამ დროს პროკურატურა ოქმს აკეთებს შემდეგი შინაარსით, რომ თურმე მამა გიორგი უარს იძახის დაკითხვაზე. მაინც და მაინც მკვდარი უნდა იყოს ადამიანი რომ არ დაიკითხოს? ადამიანი ცუდად არის და ჩვენს გენიალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ შეუძლებელი თურმე არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა რამიშვილმა. ცნობისთვის, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა.
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)