|
2017-02-28 16:30:04, 2401 ნახვა
სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა
ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი ჩაიშალა. როგორც მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ #9-ე პენტიენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის ჩაშლის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომაროება გახდა. „ადამიანს აქვს 35.4 სიცხე, აქვს ციება, ღებინება, რომელიც დაფიქსირებულია, აქვს დაბალი არტერიული წნევა და არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს აუცილებლობას, რომ გადაიდოს. ეს არის აბსურდი თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა, ადვოკატმა. აღნიშნულს არ ეთანხმება პროკურორი ჯარჯი წიკლაური. მისი განცხადებით, როგორც კი ბრალდებულს კრიტიკული კითხვები დაუსვეს, მან დაკითხვაზე და გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან, დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმმა დაცვის მხარეს უთხრა, რომ მამა გიორგი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უმჯობესი იყო, დაკითხვა გადაედოთ, პროკურატურას კი, საპირისპირო ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)