16:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:37:08, 2699 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა

პირველად საქართველოში, ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის" ორგანიზებითა და „ლიბერთი ბანკის“ სრული დაფინანსებით  მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება.

ცენტრში  პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მუსთერაპევტები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, აბა და ოკუპაციური თერაპევტები ყოველდღიურ დახმარებას გაუწევენ ბავშვებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.

„ლიბერთი ბანკი მოხარულია, რომ ხელი შეუწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას. ბანკის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, მუსთერაპიის ცენტრის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადაპტირებას საზოგადოებაში.   

ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მიმდინარე წელსაც გააგრძელებს  განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე  პირებისა და  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics