11:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:54:48, 1655 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 1 მარტს დაგეგმილ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ბოიკოტის მთავარი მიზეზი ფარული მოსმენების შესახებ კანონია.

,,ჩვენ არ მივიღებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" ერთმანეთს პინგ-პონგს ეთამაშებიან", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი. სხდომაზე მესამე მოსმენით ფარული მოსმენების შესახებ კანონის განხილვაა დაგეგმილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics