11:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:54:48, 1789 ნახვა

პოლიტიკა
ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო  ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალურიჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. შესაბამისად,საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არ იარსებებსრეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნითწარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ:

თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთითვის განმავლობაში);

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა დაიმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.

ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიისშემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics