|
2017-02-28 13:35:24, 3231 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის ვაჭრობის მინისტრად ბიზნესმენი ვილბურ როსი დაინიშნა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ვაჭრობის მინისტრად ვილბურ როსის დანიშნვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 79 წლის კანდიდატს 72 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 27 დეპუტატი იყო. როსი სპეციალიზებულია გაკოტრებული კომპანიების გადაყიდვით. ის კომპანია W.L. Ross & Co. ხელმძღვანელობს. ამასთან, ვილბურ როსი ცნობილია, როგორც ტრამპის ეკონომიკური პროგრამის მხარდამჭერი. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმებები გადაიხედოს. ცნობისთვის, 2016 წლის 8 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა არაკონსტიტუციურ მოქმედებას“, ობამას მემორანდუმებს და განკარგულებებს გააუქმებდა, ჩრდილოეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გადახედავდა. მანვე აღნიშნა, რომ ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გამოსვლა აუცილებელია. შესაბამისი დანაპირები მან უკვე შეასრულა და განკარგულებას მიმდინარე წლის 24 იანვარს მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)