|
2017-02-28 12:02:23, 2195 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება. როგორც დეპუტატმა აღნიშა, შესაძლებელია პრეზიდენტს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება ჩამოერთვას. ,,ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იგეგმება კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა და მას როგორც ჩანს, შესაძლებელია ჩამოერთვას საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება. კანდიდატებს შეარჩევს იუსტიციის საბჭო წარმოდგენილი ალტერნატივით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია ერთის მხრივ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის და შემცირების კუთხით და მეორეს მხრივ ნათელია, რომ კვლავ იქნება გამოყენებული ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისთვის. ასევე იცვლება მოსამართლის პირველად გამწესების წესთან მიმართებაში საკონსტიტუციო დანაწესი და ახლა სავალდებულო იქნება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა იმის ნაცვლად, რომ მივდიოდეთ ამ გამოსაცდელი ვადის გაუქმებისკენ“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)