|
2015-04-02 10:41:15, 1589 ნახვა
სამხედრო
თბილისში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს
თბილისში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს. უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული. მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა. მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)