|
2017-02-25 15:13:45, 2713 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით ბაქრაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: ამ არეულობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა
"პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რაც ტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში და საპატრიარქოში, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. „ამ ყველაფერზე, არეულობაზე, ამ კითხვის ნიშნებზე, ამ ემოციებზე, რომელიც ტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში და საპატრიარქოში, იმ დაპირისპირებაზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლების ის მოქმედებები, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მოვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვისმა განცხადებებმაც, ვისმა ნაბიჯებმაც მთელი ეს ვითარება შექმნა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)