09:01 - 08 Jun, 2026
|
2017-02-22 15:34:29, 1983 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი გახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის
ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შეცვლის ინიციატივით „რესპუბლიკური პარტია“ გამოვიდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის. ,,მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ხელისუფლებას მიმართა, საპატრიარქოს დაფინანსება ჩეუწყვიტონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)