|
2017-02-22 13:33:37, 2384 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: გადაითვალეთ ერთმანეთი, რამდენს აღწევთ პარლამენტში
„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს რაც შეეხება, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა, ღიმილს იწვევს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა მთავარი პროკურატურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. „ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ გადაითვალეთ ერთმანეთი მაინც რამდენს აღწევთ ამ შემთხვევაში პარლამენტში და რამდენად გაქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ პროკურატურამ გააკეთა ის რაც რა თქმა უნდა გაეკეთებინა. სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს მტყუანი მართალი, ვინ ბრალიანია და ვინ უბრალო. სწორედ ზედმეტი ინტერპრეტაციებით არ უნდა მივცეთ სახიფათო პროცესებს გასაქანი“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)