09:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 12:42:10, 1559 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ჯანელიძემ გამოსვლაში ყველა თემაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გაეროს უშიშროების საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გამოსვლას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს.

 როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ ჯანელიძემ ყველა აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

 ამასთან, დოლიძის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში გუშინ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, რაცა ასევე მნიშვნელოვანია.

 „მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ ძალიან. გაეროს უშიშროების საბჭოში ის გამოსვლა, სადაც ჩვენმა მინისტრმა გაამახვილა პრაქტიკულად ყველა თემაზე ყურადღება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ტრიბუნა, სადაც მთელ მსოფლიოს აგონებ შენს ტკივილს და ის არ არის მხოლოდ ჩვენი ტკივილი, რაც გუშინ გამოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლიდან, არამედ იმ მხარდამჭერი გამოსვლებიდან, რომლებიც სხვა დელეგაციებმა გააკეთეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს გაეროს გენერალური ანსამბლეის მომავალ სხდომამდე, ისევე როგორც უშიშროების საბჭოების სხვა სხდომებამდე, სადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, როგორც იძულებით ადგილმონაცვლე პირთა დოკუმენეტბის მიღების შესახებ, რომლითაც პრაქტიკულად ყოველწლიურად ძლიერდება და მყარდება ჩვენი მხრდაჭერა, ისევე როგორც სექტემბერში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომაზე“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics