2017-02-22 12:20:06, 1700 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" დღეიდან მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ისინი ირაკლი შოთაძის გადაყენებას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ითხოვენ. პარტიას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
„ყველამ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა თუ რის წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა პარტიის წევრმა სერგო რატიანმა.
ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან