09:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 21:55:26, 1465 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს

ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უწმინდესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და ახლა ყველასთვის უმთავრესია, სიმართლე დადგინდეს. თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია სასიცოცხლოდ, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს და ეს სიმართლე გახდეს ყველასთვის ცნობილი. კობახიძე ყველას ურჩევს "გამოძიების დასრულებას დაელოდოს". 

"ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი გარკვეულები რომ იყვნენ გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. არც მე ვარ გარკვეული დეტალებში, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მას შემდეგ, რაც გაირკვევა დეტალები, მაშინ უნდა გავაკეთოთ შეფასებები იმაზე, თუ ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო განცხადებებს. ვინ ჩქარობს და ვინ - არა.

სიჩქარე მხოლოდ ავნებს გამოძიებას. ნაჩქარევი განცხადებები არ არის სწორი. მოვუწოდებ ყველას, არ გააკეთონ ნაჩქარევი განცხადებები არც პროკურატურასთან და არც სხვა რამესთან მიმართებაში. მთავარია გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლომდე მივა გამოძიება, გვეცოდინება ყველაფერი", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics