|
2017-02-20 12:44:19, 2560 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვიჩიანი: დასრულდა 11 წლიანი პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი
„ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა გია გვიჩიანმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა. გვიჩიანი მზადაა, უახლოეს პერიოდში მის მიმართ არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს. ამასთან, გვიჩიანი უსაფუძვლოს უწოდებს დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებებს, რომ მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა. „იყო ორი დაპატიმრება ჩემი, პირველი დაპატიმრება სამ დღიანი იყო, ხოლო მეორედ სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გადასაფარად,“-ამბობს გია გვიჩიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)