08:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 15:56:13, 1971 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია ივანიშვილზე: ამ კაცის ადგილი ჩვენს გულებში არ არის

„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავრამიამ თბილისის პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ  მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. გვარამიამ მოქალაქეებს ტელეკომპანიის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.ამასთან, გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ:

”იმიტომ ვარსებობთ, რომ თქვენ ხართ ჩვენთან ერთად. ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, გვითვალთვალებს, არ ვუყვარვართ. მას სძულს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველა სიკეთე, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს. ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ყოველთვის ვაჩვენებთ, როგორ გვისმენს, როგორ გვართმევს ქონებას. ამ კაცმა დააბრუნა საქართველოში 1984 წელი. ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ჩვენ მას არ შემოვუშვებთ არასდროს. რუსთავი 2- ში ვერ გაიჭაჭანებს. მოვუწოდებ უზენაესის მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს, ნუ გაჰყვებით ამ კაცის გზას, ეს ბარაბას გზაა. გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა და მოკლეს. მახვილივით გვაკიდია ივანიშვილის რისხვა,  მაგრამ არ გვეშინია. ვმუშაობთ თქვენთვის ყველაზე უკეთესად. ვიმუშავებთ კიდევ. ვითხოვთ სამართლიანობას უზენაესი სასამართლოსგან. მან არა სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, არამედ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო. ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ურთმელიძეს, ნაზღაიძეს. გაჰყევით ქრისტეს გზას და შეხვალთ ქვეყნის ისტორიაში”,- განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics