|
2017-02-18 17:07:08, 1862 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე „რუსთავი 2“-ზე: საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია. მისივე თქმით, მედიის თავისუფლება გარანტირებულია. „რუსთავი 2"-ის საქმეა სასამართლოში და ერთად უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას და ამისათვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია. მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს „რუსთავი 2"- ს უყუროს” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)