15:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 22:03:40, 1179 ნახვა

სამხედრო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატოს მხარდაჭერასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე, ეფექტიან და ნატოსთან თავსებად ძალებად ჩამოყალიბებას. 

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics