09:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:20:10, 2328 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ახვლედიანთან შეკითხვების უმეტესი ნაწილი პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს ეხებოდა

გვარამია-ახვლედიანის საუბრის  ჩანაწერის საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განცხადებით, მამუკა ახვლედიანისთვის დასმული შეკითხვების ნაწილი უშუალოდ პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს შეეხებოდა.

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმ ნაწილს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ გამოძიების ეტაპზე გამოძიება ვალდებულია საქმე გამოძიოს ყოველმხრივ მათ შორის ნებისმიერ დანაშაულზე,  რაც შესაძლოა იკვეთებოდეს აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე. შეკითხვები შეეხებოდა შინაარსობრივ მხარესაც, თუმცა შეკითხვების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა უშუალოდ პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს. ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს  აღნიშნულ საქმეში არცერთი პირის მიმართ, მომავალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ყველაფერი  დამოკიდებულია  იმაზე რა მტკიცებულებების მოპოვება მოხდება და ვის მიმართ“,-აღნიშნა მარიამ გოგორელიანმა.

შეგახსენებთ,  საქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics