|
2017-02-16 16:04:48, 1868 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: დღემდე არც დაცვაზე შემოსულა ვინმე და ამბავიც არ უკითხავთ
დეკანოზი გიორგი მამალაძის მშობლების განცხადებით, მათ საგამოძიებო უწყებიდან დღემდე არავინ დაკავშირებიათ, თუმცა მათივე თქმით, უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, მამა გიორგის მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი სავარაუდოდ აქვს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ცნობისთვის, 14 თებერვალს, სახალხო დამცველი უჩა ნანუშავილი ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. ნანუაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)