|
2017-02-15 12:00:38, 2536 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო
საქართველოს ბანკმა, დღეს „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბანკის ფონდის, „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ხსენებული თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. გარემოს დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, ბანკი გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის. (R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)