07:38 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 10:25:56, 1512 ნახვა

პოლიტიკა
15-16 თებერვალს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ქეთევან ციხელაშვილი 16 თებერვლის სხდომაზე სიტყვით წარსდგება და კომიტეტს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწვდის  ინფორმაციას. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას წარადგენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის,  კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომების  შესახებ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით. სხდომა განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივებს და მის ზეგავლენას ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებს. 

სხდომაზე მოხსენებით წარდგებიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა 15-16 თებერვალს გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics