|
2017-02-14 15:28:44, 2029 ნახვა
სამართალი
გვარამია: ჩანაწერში ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს „რუსთავი 2“-ის ვალებზე
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ფულზე არ უსაუბრია. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩანაწერში არა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს ესაუბრება „რუსთავი 2“-ის ვალებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არა ნახევარ საათს, არამედ საათანხევარს მოიცავდა. „დღეს იყო საუბარი ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც შეეძლო, რამისთვის მიეღწია, მაგრამ ვგონებ, გვიანია, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაპატიმრება მოითხოვა. ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, ჩემს მიერ არის გაკეთებული და ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მე-3 პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები რუსთავი2-ის ვალებზე. ის მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას . მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს პროკურატურა ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა რუსთავი2-ში იმიტომ, რომ ჩვენ მას მერე ვალი არ აგვიღია და ერთ-ერთ ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა, რაზეც მე ვპასუხობ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას და იქედან ვაპირებთ ამ ვალების გასტუმრებას“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა მისი ინიციატივით არ მომხდარა. ”რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე მას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი. როცა სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება, ცხადია, მისგან ძალიან მნიშვენლოვან ინფორმაციას ელოდები. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ ეს ჩანაწერი გაგვეკეთებინა. თუ მე ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს ფულზე, შედეგი სად მივიღე? რატომ არ გადადგა? პირიქით, ის უკანონოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს. ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა გვარამიამ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)