|
2017-02-14 15:04:34, 2368 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა იწყება
წელს თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დაიწყება. საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, „კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი განახორციელებენ, იმპლემენტაციის შემდეგ ფაზაზე გადადის. დასრულდა ჰოსპიტალის ოპერატორის არჩევის პროცესი და შეთანხმება გაფორმდა „ინოვა ჯანდაცვის სისტემასთან“. დღეს „ინოვასა“ და ამერიკულ ჰოსპიტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს „ჯიარდისის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა და „ინოვა ჯანდაცვის სიტემის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმზ სანტრიმ. „ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელს წარმოადგენს, რომელშიც დასაქმებულია 16 000-ზე მეტი ადამიანი და ემსახურება აშშ-ს დედაქალაქის უდიდეს ნაწილს. „ინოვა“ აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა და ბავშვთა ჰოსპიტალი. მართავს რა 1700-ზე მეტ თანამედროვე საწოლს, „ინოვა“ ემსახურება წელიწადში 2 მილიონზე მეტ პაციენტს. „ჩვენ შეგვახვედრა ჩვენმა საერთო მეგობარმა, პროფესიით ონკოლოგმა, მაგრამ როცა ჩამოვედი და ბატოი მამუკას და მისი გუნდის მუშაობის სტილს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი საერთო მიდგომა გვაკავშირებს. ჩვენ ვეძებთ ლოკაციას ამ ჰოსპიტლისთვის. იქნება ან აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან თბილისის ცენტრში. ჯერჯერობით დაგეგმარების პერიოდში ვიმყოფებით“,-განაცხადა „ინოვა ჯანდაცვის სიტემის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმზ სანტრიმ. საქართველოში ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის საინვეტიციო ღირებულება 42 მილიონი დოლარი იქნება. პირველ ეტაპზე, ჰოსპიტალი 80 საწოლზე იქნება გათვლილი და აქცენტს გააკეთებს ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომელთა განვითარების დონე საქართველოში დაბალია და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების მისაღებად სქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უწევთ გამგზავრება. ამერიკულ ჰოსპიტალში JCI (Joint Commision Iternational)-ს უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. JCI გულისხმობს ყველა იმ ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებას, რასაც თანამედროვე ჰოსპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ტექნიკური უზრუნველყოფა, სამშენებლო მასალები, აპარატურა, პერსონალის მომზადების ხარისხი, პროცედურების ჩატარების სქემა, ხარისხის კონტროლი და ა.შ. გარდა ამისა, ჰოსპიტალში სამუშაოდ მიიწვევენ ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ ექიმებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ, თავიანთი პროფესიული მოღვაწეობა საქართველოში გააგრძელონ. „დღეს მოვაწერეთ ხელი ამერიკულ წამყვან სამედიცინო კომპანიასა და „ინოვა ჯგუფს“ შორის ხელშეკრულებას, რომელიც საკმაოდ დიდი და გამოცდილია. ისინი იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ პროექტში. ამ პროექტში ჩვენ ვართ სამი პარტნიორი-თიბისი ჰოლდინგი, დიმა ტვილდიანის უნივერსიტეტი და „კონტი ჯგუფი“. მშენებლობას დავიწყებთ წელს. იქნება JCI სტანდარტის ჰოსპიტალი, სადაც იმუშავებენ ქართველი ექიმები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ უცხოეთში-ძირითადად შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ მათთან გვაქვს მოლაპარაკება დაწყებული და მათ დაბრუნებაზეა მთელი აქცენტი გაკეთებული. ვთვლით, რომ ეს ინტელექტუალური ძალა, გამოცდილი და პროფესიონალური უნდა დაბრუნდეს საქართველოში და მათ ექნებათ იგივე შესაძლებლობა, რაც თავიანთ ჰოსპიტლებში აქვთ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში. ორ ფაზად ვყოფთ ამ პროექტს. პირველი ფაზა იქნება 45 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, ამას გააკეთებენ ის პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს პერიოდში გადავწყვეტთ, საბოლოოდ სად იქნება ეს ჰოსპიტალი-აეროპორტში, თუ თბილისის ცენტრში. ვიქრობ, ორი წლიდან, ორ წელიწად ნახევრამდე დასჭირდება ჰოსპიტალის მშენებლობას“,-განაცხადა ამერიკული ჰოსპიტალის დამფუძნებელმა თბილისში მამუკა ხაზარაძემ. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტის დიმიტრი ტვილდიანის განმარტებით, ამერიკული ჰოსპიტალი მრავალპროფილიანი იქნება: „რამოდენიმე ფაზად გაკეთდება. პირველ ფაზაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება დიაგნოსტიკაზე, ქირურგიულ მკურნალობაზე და ონკოლოგიურ დაავადებებზე“,-აღნიშნა დიმიტრი ტვილდიანმა. ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე დაგეგმილია სამედიცინო ჰაბის შექმნა, სადაც ასევე ჩამოყალიბდება და განვითარდება სსწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა მომზადებას და ქსელის გაფართოებას. ჰოსპიტალი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)