|
2017-02-14 13:54:29, 1940 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
კანდელაკი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას გამოეხმაურა. კანდელაკმა მომხდარს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ჩაგუნავას საქმე უსწრაფესად დაუმთავრა. „ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, იმის შესახებ რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. გაირკვა, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ეს ხდება მაშინ, როდესაც მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა-შენახვა სკუთარ ავტოფარეხში. თქვენ იცით, რომ იმ ნაწილაკების იდენტური ნაწილაკები, რომელიც აღმოჩენილია გივი თარგამაძის მანქანაში, ზუსტად ბატონი ჩაგუნავას ავტოფარეხში აღმოჩნდა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის აფეთქებებისთვის სამყოფი მასალა. მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაზე მრავალწლიან სასჯელს იხდის, აგერ აღმოჩნდა, რომ უსწრაფესად დაუმთავრეს ბატონ ჩაგუნავას გასაიდუმლოებულ ვითარებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად და გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა თავად აფეთქების საქმე სასამართლოში არც კი გადაცემულა მაშინ, როდესაც მთავარი პროკურატურა გვპირდებოდა, რომ სასამართლო მთავარი ეჭვმიტანილის დარჩო ხეჩუაშვილის წინააღმდეგ იანვრის დასაწყისში დაიწყებოდა. ამ დროს საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ადებს ხელს ბატონ ხუბაშვილს, რომლის ავტოფარეხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გათავისუფლებულია. ეს არის უბრალოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია და რბილად რომ ვთქვათ აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში. თქვენ ასევე იცით, რომ გივი თარგამაძემ პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურა აცხადებს, რომ არ ეთანხმება სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)