06:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 10:41:38, 1601 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი არსებობს, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისია, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის შს სამინისტრო უახლოეს მომავალში საქართველოში პოლიციის ახალ ატაშეს დანიშნავს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.

შს მინისტრმა თურქეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის თქმით,  საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციონალურ დონეზე, რაც პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის მიერ.

შეხვედრაზე შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და თურქ ხალხს  ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics