06:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 20:06:57, 1741 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: "ნაციონალურ მოძრობას" საგამოძიებო კომისიის შექმნა მოდურ სიტყვად ექცა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყველას მოუწოდებს, სასულიერო პირის ბრალდებულის სახით დაკავების საქმეზე წინასწარი ვარაუდებისა და ვერსიების გამოთქმისგან თავი შეიკავოს.

"პირველ რიგში არსებული მონაცემებით ძალიან სერიოზული დანაშაული იქნა აღკვეთილი, საუბარ არ გვაქვს უბრალოდ რაღაც მარტივ კრიმინალთან, ეს შეიძლება ძალიან სერიოზული, მძიმე შედეგების გამომწვევი ყოფილიყო, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ყველა სასულიერო პირი არის ძვირფასი, დაკავშირებულია ჩვენს სულიერ სამყაროსთან.

ყველას მინდა მოვუწოდო, რომ თემა არის ძალიან მგრძნობიარე და რთული, ამიტომ გამოძიება მიმდინარეობს, ინტერესი ძალიან მაღალია, ყველა დაინტერესებულია, რომ სიმართლე გაირკვეს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ჩვენთვის ძალიან ძვრიფას ადამიანებს ეხება, ამიტომ ნებისმიერი ვარაუდისგან მე ყველას თავის შეკავებას მოვუწოდებ",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოპოზიციის მითხოვნას, აღნუშნულ თემაზე სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე, სესიაშვილი ასე პასუხობს:

""ნაციონალურ მოძრობას" მოდურ სიტყვად ექცა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც სულ უფრო უფასურდება მათთვისაც და ჩვენთვისაც, რაც არასწორი მიდგომაა, მითუმეტეს ასეთ მგრძნობიარე თემასთნ",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics