|
2017-02-13 19:22:16, 2491 ნახვა
სამართალი კომენტარი
ვოლსკი დეკანოზის დაკავების საკითხზე: მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს
„მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განცხადებამ საზოგადოებაში მთელი რიგი კითხვები დატოვა. ვოლსკის შეფასებით, მომხდარის დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი: „ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ უბედურებას გადავრჩით, მაგრამ რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს იმას, რომ ეს რეალურად შეიძლება მომხდარიყო და მთელი რიგი კითხვები, რომელიც პროკურატურის განცხადებამ დღეს დატოვა საზოგადოებაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენთვის ნათელი და შემდეგ გვექნება ამაზე მკაფიო პასუხი“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)