12:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 17:59:03, 2350 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კიდევ ერთი ახალი კომპანია შეემატება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ 225 საწარმოს კიდევ ერთი, მსუბუქი ბეტონის ბლოკის მწარმოებელი კომპანია შეემატება. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შპს ,,ბ.ა.ლ. გრუპი’’ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი ბაზრისთვის გაზობეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს.  

,,ბ.ა.ლ. გრუპი’’ მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიის მიერ სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  425 000 ლარს  შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 11 ადამიანს უტოლდება. 

ინფორმაციისთვის: 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში,“ რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics