06:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 15:23:47, 2302 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 13 პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, 13 პირი დააკავეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ ქონებას აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერიაში შესვლას და მერთან შეხვედრას ითხოვს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics