|
2017-02-13 14:48:16, 2217 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ეკა ბესელია: პატრიარქის უსაფრთხოება გარანტირებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოება გარანტირებულია. მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით ბერლინში იმყოფება სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. "გამოძიება კონფიდენციალურ ფორმატში მიმდინარეობს, მე დეტალებზე ინფორმაცია ბუნებრივია არ მაქვს, ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თვიდან აცილებული. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი დეტალურად იქნება გამოძიებული, მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი კანონით იქნება შესაძლებელი ა მ ინფორმაციის მიღება. რაც მთავარია პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ, ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. ჩვენ ზოგადი ინფორმაცია გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეს ადევს გრიფი, წინასწარ პატიმრობაზე ბრძანება გაცემულია უკვე, დეტალებზე მეტს ვერ ვისაუბრებ. პატრიარქი, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის დაცული და მასზე კონტროლი ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან პრემიერის უშუალო დავალებით",-აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)