06:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 11:10:44, 1486 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად მინდა მოგილოცოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევა.

თქვენმა გამოკვეთილმა ლიდერობამ და ქვეყნის ინტერესების ერთგულად მსახურებამ თქვენ მოგაპოვებინათ გერმანელი ხალხის ნდობის ახალი, სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებულად საპატიო მანდატი, რომელიც კიდევ მეტ შესაძლებლობას იძლევა ახალი სახელმწიფოებრივი წამოწყებების ინიცირებისა და რეალიზაციისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა იქნება გამორჩეული როგორც გერმანიის, ასევე ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, საერთაშორისო თანამშრომლობის გასავითარებლად და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მტკიცე კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აკავშირებს და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი არის საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელი, რაც ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნის ერთობლივად ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სამომავლო ინიციატივებზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს სამომავლო საქმიანობაში მოძმე გერმანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics