|
2017-02-13 09:52:53, 1494 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს აპარატი უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით,საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი სქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიოტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. "პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებენ სტრატეგიული დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. სტრატეგიამ პასუხი უნდა გასცეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და განსაზღვროს საყოველთაოდ აღიარებული საერთო ეროვნული პრიორიეტეტების - ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სტაბილურობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია - განხორციელების მექანიზმები. ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ახლებური მიდგომების აუცილებლობა გამოწვეულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებითა და საფრთხებიის ხასიათის მრავალფეროვნებით. გლობალური გამოწვევების პირობებში, აუცილებელია შევისწავლოთ მიმდინარე პროცესები და განვაახლოთ მიდგომები, ადექვატური პასუხები გავცეთ არსებულ გამოწვევებს. საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლიერებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს - ეროვნულ სიმტკიცეს და მედეგობას, რაც საკვანძო საშუალებაა თანამედროვე, პირდაპირ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში. იმედი გვაქვს, რომ ღია, არაბიოროკრატიული პროცესი უსაფრთხოების სექტორის უწყებებთან, უსაფრთხოების თემთან, ეროვნულ და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედიასთან და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით წარიმართება",-ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)