06:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 19:18:55, 1501 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბანერი გამოფინა, რომელზეც „იმედის“ დარბევის“ კადრებია აღბეჭდილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საპასუხოდ, ბანერი გამოფინა, რომელზეც 7 ნოემბრის, ტელეკომპანია  „იმედის“ დარბევის“ კადრებია აღბეჭდილი. მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩია, მედიის თავისუფლებაზე საუბრის დროს, აღნიშნული დღე გაიხსენონ:

„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიაზეა ზეწოლაა და აპროტესტებენ მედიაზე შტურმს. იმისათვის, რომ კარგად გაიხსენოთ ხოლმე ეს ამბავი და უფრო ლოგიკური როგორ იქნება, როდესაც მედიაზე შტურმს გააპრტესტებთ, ასეთ პლაკატებს მე თქვენ გაჩუქებთ, არ გამოვაკრავ, იგივეს ნამდვილად არ გავიმეორებ, არამგონია, მთლად სწორი საქციელი იყოს. როგორც მინიმუმ, ესეც უნა მიაკრა ხოლმე გვერდით. შემდეგ გაიხსენოთ, რას აკეთებდით გუშინ და როდესაც ამას გააკრავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ამას მე თქვენ გაჩუქებთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სხვათაშორის, კარგი ხარისხისააა, სკოჩებით გაკვრა არ დაგჭირდებათ. გაცილებით ოპერატიულად გავაკეთე საკუთარი ხარჯებით.ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მედია თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ საწყისებს და ყოველთვის ვიქნებით იმ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რომლებიც დღეს წუხან იმის გამო, რომ შესაძლოა სამსახური დაკარგონ. ჩვენ მათ შრომის უფლებებს დავიცავთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics