06:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 19:01:40, 1338 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“ - არსებობს ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი არაკონსტიტუციურია

არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია, - ამ სიტყვებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას" მიმართა, სადაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილება. 

კახიძე ამბობს, რომ ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან ამბობენ [ქართული ოცნება], რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმას ეხება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების სრული კონტროლი არ ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან მისი მსგავსი უწყების ხელში.

"თქვენ გვთავაზობთ ახლა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. დასკვნა გამოიტანოს ობიექტურმა დამკვირვებელმა, ეს დამოუკიდებელი უწყებაა?! ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება?! თქვენ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით. ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას, როცა ამას აკეთებთ და თან გვიმტკიცებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოზე?! რა მნიშვნელობა აქვს ამ შეფასებებს, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია”, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

კახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი შეიქმნა იმიტომ, რომ სუს-ს ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.

"ჩვენ ახლა ვქმნით რაღაც მონსტრს, რომელშიც თავს მოიყრის მთელი ეს ინფორმაცია და ვინც ეს უნდა გააკონტროლოს, იმათ უპირობო ნდობა აქვთ გამოცხადებული ამ უწყების სამომავლო ხელმძღვანელისადმი, იმიტომ, რომ მას ვახტანგ გომელაური, ”ნდობით აღჭურვილი კაცი” დანიშნავს. თქვენ რომ ენდობით, ის კი არაა მთავარი, ბიძინა ივანიშვილი რომ ენდობა, იმიტომაა სუს-ის უფროსი და ეს კანონპროექტიც იმიტომაა დაწერილი ასე”, - განაცხადა კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics