2017-02-10 15:55:00, 1540 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში ბანერი - „არა მედიაზე შტურმს“ გამოფინეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „არა მედიაზე შტურმს" გამოფინეს.
აღნიშნულს საკანონმდებლო ორგანოში მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რადგან მათ ბანერის გაკვრის უფლებას მანდატურები არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს აღნიშნულის ნებართვა მისცა.
„ევროპული საქართველოს" წევრებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმით საზოგადოებრივ მაუწყებლისა და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაპროტესტება სურდათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან