15:58 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 18:51:52, 789 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელს, ნატოს პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს მარჩელ კოზიელს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საკითხების განხილვა იყო. დაფიქსირდა ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ნატოს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამის მორგებას, თავდაცვის სამინიტროს ახალი გუნდის მიერ გაცხადებული რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების იმპლემენტაციისთვის. როგორც შეხვედრაზე მარჩელ კოზიელმა აღნიშნა, განიხილება 2008 წელს დაწყებული პროგრამის კიდევ ორი წლით გაგრძელება.

პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, თავდაცვის პრიორიტეტული მამართულებების განხორციელების მხარდაჭერა გაგრძელდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics