|
2017-02-09 16:10:54, 1524 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
FIFA-ს რეიტინგით საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 4 საფეხურით ჩამოქვეითდა
FIFA-მ 2017 წლის იანვრის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა. FIFA-ს რეიტინგის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 121-ე ადგილს იკავებდა. დუბაიში გამართული ორი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კი 263 ქულით 125-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან ფრე ითამაშა, ხოლო იორდანიასთან 1:0 დამარცხდა. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება. ის რეიტინგში 51-ე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სერბეთის წინააღმდეგ 24 მარტს გაიმართება. ხოლო მომდევნო ამხანაგური შეხვედრა ლატვიასთან 29 მარტს არის ჩანიშნული. ლატვია რეიტინგში 113-ეს პოზიციაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი თბილისში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)