12:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 15:52:08, 2521 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა.

პრეზედინტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკული, საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლქაუგილი მასპინძლობდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრისას საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურიგამოწვევების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმებმა უზრუნველყო ლიბერალური, სტაბილური, დაცული და კორუფციისგან თავისუფალი ბინზესგარემო, რომელიცსაქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან ერთად აქცევს მას ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.

„პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კომპანიების წარმომადგენლებს და კითხვაპასუხის რეჟიმში მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობებისშესახებ, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ქვეყნის შდა თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო არენაზ",- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics