2017-02-07 22:38:58, 1411 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ამერიკის კონგრესსა და სენატში.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან