04:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 12:03:36, 2458 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნატო-ს ლიდერებს მაისში შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მაისში შეხვდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  შესაბამისი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იანს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს მიიღო.

ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და აცხადებდა, რომ ნატო-მ თავის როლი და ფუნქცია დაკარგა.

როგორც BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა და სტოლტენბერგმა თავდაცვის დაფინანსების საკითხი განიხილეს. კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე ქვეყანამ თავდაცვის ხარჯებზე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.

გარდა ამისა, მათ უკრაინის საზღვარზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ხერხები მიმოიხილეს.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოფიციალური კიევი და თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარდამჭერები დონბასში ვითარების გაუარესებაზე საუბრობენ. მხარეები ერთმანეთს საომარ მოქმედებებში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics