05:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-05 14:36:59, 2472 ნახვა

სამართალი
სუს-ი: გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად ყველაფერს გავაკეთებთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ, საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილისთვის  თავისუფლების უკნონო  აღკვეთის შეფარდების საკითხს ეხმაურება.

როგორც სუს-ში აცხადებენ, გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად ყველაფერს გააკეთებენ: 

 „ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.

 უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა  ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება“,-ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 2017 წლის 3 თებერვალს 20 წლით თავისუფლების  აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics