16:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 14:59:25, 2123 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება ჯერჯერობით არ მოხდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ მოხდება.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად მიიღო.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შენობაში დაზიანებული ნაწილების მოხსნა და ზოგიერთი ნაწილის გამაგრება მიმდინარეობს.

"ჩემი დავალების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურმა "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციის მიმართ წერილობითი მითითება გასცა, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და თავისუფლად შეღწევა არ იყოს შესაძლებელია. მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე მივეცით მითითება, რომ ტერიტორია იყოს უსაფრთხო, ვინაიდან იქ იწყება დაზიანებული ნაწილის მოხსნასთან, ზოგიერთი ნაწილის გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები,  რათა შემდგომ მეპატრონეებმა შეძლონ შესვლა და გადარჩენილი საქონლის გამოტანა. ასე რომ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თბილისის მერი დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრას, რომლებიც დღეს აქციას მართავენ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მათ უკვე შეხვდა და ალტერნატიული ფართების მოძიებაში და სესხების გადავადებაში დახმარება შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics