02:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 15:19:59, 1657 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვეტოს დადებამდე კობახიძისა და წულუკიანისთვის გაგზავნილი წერილები გაასაჯაროვა

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებამდე, წინასწარი კონსულტაციების დაწყების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე.

თუმცა, ჩიხრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კონსულტაციებზე მზაობა არ გამოთქმულა.

შესაბამისად, ფიქრია ჩიხრაძისთვის ვეტოსთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებული განცხადებები გაუგებარია.

ჩიხრაძემ დღეს მედიას აღნიშნული პირების სახელზე გაგზავნილი წერილები აჩვენა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი განხილვა. სამწუხაროა, რომ ამ განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა. მოვისმინეთ რა მათი კომენტარები, ცხადად შემიძლია გითხრათ, რომ არამარტო ვეტოს დადების შემდეგ, მანამდეც იყო კომუნიკაციური ურთიერთობები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ოფიციალური მიწერილობა. თუმცა, მათი მხრიდან არც მაშინ და არც ამ ეტაპზე არ იყო გამოხმაურება. უნდა ვთქვათ, რომ ვეტო ემსახურება არა ვინმესთან დაპირისპირებას, არამედ იმას, რომ მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე საკითხებზე თუ რამე დააკლდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას და ხარვეზები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics