|
2017-02-03 15:03:57, 2583 ნახვა
სამართალი კომენტარი
უგულავა: ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი იქნება
პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოუწოდეს, ის მიმართა გაასაჯაროვოს, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს. უგულავას თქმით, „რუსთავი“-თან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა და დანაშაულს დანაშაული ემატება. „საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხმამაღლა ეთქვა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. იმას ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია ძალიან მარტივია, თუ 14 იანვარს მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართეს, ის ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ ეცნობებინა. ის, რომ მან საქმე პროკურატურას გადაუგზავნა, ეს გამოსავალი არ არის, ეს საქმის მიჩუმათებისა და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემაა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეთითხნონ. ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში რეპუტაციულ დაცვას აწარმოებდეს, მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ მან პროკურატურას ეს საჩივარი გაუგზავნა. მინდა, თითოეულმა ადამიანმა ცხადად დაინახოს, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც მას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ერქვას, მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იქნება დაახლოებით ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი”, - განაცხადა უგულავა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)