11:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 19:30:24, 2501 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელის გაბრიელ გოდარდის შეხვედრაზე. 

აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარებაზე. ითქვა, რომ ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერის ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები და ღია მმართველობის რეფორმა.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოში ეკონომიკის რეფორმირებისა და საქმიანი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ და იმ გადაწყვეტილებებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მის ფარგლებში განხორციელდება. 

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო რეფორმების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics