|
2017-02-02 12:49:36, 911 ნახვა
რეგიონი
სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
დაბა განთიადში სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეგიონულ ცენტრში გადაიყვანა. 36 კვრის ორსულს საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის განარტებით ნაყოფის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მხოლოდ სახის არეში აღენიშნება მცირედი დაჟეჟილობა. დაშავებული ქალბატონი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს. მინისტრის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აღსანიშნავია, რომ მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)