11:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 19:09:55, 2472 ნახვა

ეკონომიკა
ჯავახაძე: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს მთავრობა არ განიხილავს კონსტიტუციაში ისეთი ტიპის ცვლილების შეტანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან ახალი საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების დამატება, ან რეფერენდუმის გაუქმება გადასახადების განაკვეთის გაზრდაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გადასახადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არსებული  ნორმები თანხვედრაშია ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ისინი ქმნიან საინვესტიციო მიმზიდველობის გარანტიას და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რაც არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები. შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თანხვედრაშია კონსტიტუციის არსებულ ნორმებთან და მათი შეცვლა არ იგეგმება“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics